კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ყოფილ თანაგუნდელებს „ქართული ოცნება“ სპეციალურად შექმნილი ოპოზიციური პარტიებისთვის განიხილავს - ეს თქვენი სიზმრებია - ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ „ოცნების“ ოფისში

ირაკლი ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ „ქართული ოცნების“ ოფისში - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ სად იმყოფება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ არ ჩანს ის მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, თუნდაც სადღესასწაულო წირვაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და „ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომლებიც თანამდებობებიდან წავიდნენ, მმართველი გუნდი სპეციალურად შექმნილი ოპოზიციური პარტიის რიგებში განიხილავს, არაა სწორი.

„ეს თქვენი სიზმრებია“, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება თანამდებობებიდან წასული „ოცნების“ სხვა ლიდერების: გრიგოლ ლილუაშვილისა და თორნიკე რიჟვაძის სხვა უწყებებში დანიშვნა, კალაძის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუკი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილი აპრილის დასაწყისში დატოვა. მას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო უნდა ჩაებარებინა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ის მინისტრის თანამდებობაზე აღარ დაინიშნებოდა. ამასთან, 4 აპრილს გახდა ცნობილი, რომ თანამდებობა დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს