დიმიტრი პესკოვი - სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებები არ იგეგმება

სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებები არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„კონკრეტული გეგმები არ არის, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რომ მზად არის ეს საკითხი განიხილოს, სააღდგომო ზავის გამოცდილების გათვალისწინებით. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიგოთ, არის თუ არა უკრაინული მხარე მზად ამისთვის. პრეზიდენტმა პუტინმა ამ საკითხის სირთულის შესახებ ისაუბრა. მკაფიოდ უნდა განვასხვაოთ რა სიტუაციებში შეიძლება იყოს ეს ობიექტები სამხედრო სამიზნე და რა სიტუაციებში არა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებების შესახებ მზადყოფნა უკვე არაერთხელ გამოხატა.

ცნობისთვის, გუშინ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა „გულდასმით შესწავლის საგანს წარმოადგენს, შესაძლოა, ორმხრივი დიალოგის შედეგად“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს