დავით მათიკაშვილი ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტზე - ეს ვიზიტი რადიკალი ოპოზიციონერებისთვის არის დასტური, რომ არაფრად ღირს მცდელობა, ლეგიტიმაციის პრობლემები შეექმნათ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებისთვის

ქვეყნის ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არანაირი ვიზიტი, ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება - სრულ ისტერიკაში არიან ცალკეული ოპოზიციონერები, მათი მხარდამჭერები და დავალებების მიმცემები ქვეყნის ფარგლებს გარედან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათი მცდელობები, საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაზე, ჩამოშლილია.

მათიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმები არის განულებული.

„ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არანაირი ვიზიტი. ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება და ხალხი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად, თავისი საკუთარი აზრი საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა. ეს პირიქით, რადიკალი ოპოზიციონერებისთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთოდ ეს აბსურდი, რაშიც ცდილობდნენ რომ გაეხვიათ როგორც ქართულო საზოგადოება, ისე მსოფლიო თანამეგობრობა, არის ჩამოშლილი და საერთოდ არაფრად არ ღირს მცდელობა, ლეგიტიმაციის პრობლემები შეექმნათ ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯია და არა ერთი, როდესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან ჩვენი ქვეყნის მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები. აქ აბსოლუტურად ყველაფერია ამით ნათქვამი.

რაც შეეხება ოპოზიციას - სრულ ისტერიკაში არიან ცალკეული ოპოზიციონერები, მათი მხარდამჭერები და დავალებების მიმცემები ქვეყნის ფარგლებს გარედან. სრული ისტერიკა აქვთ გამართული. ამ ყველაფერში კარგად ჩანს, რა უსუსური და არაფრის მომცემია ის გზა, რითაც დადის რადიკალიზმი და მათი უილსონის მსგავსი მხარდამჭერები, ქვეყნის ფარგლებს გარედან. მათი გეგმები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არის განულებული. ვერ შექმნიან იმ მოცემულობას, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, უბედურებაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება