საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე პირადად შეხვდა ჭოლარიების ოჯახის წევრებს, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - გენრიეტა წიწავა და დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„უმნიშვნელოვანესია ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ ჩვენი თანადგომა და ყურადღება. მომხდარი ფაქტი არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა. ყველას კარგად გვახსოვს, იმ მძიმე დღეებმა როგორ გაგვაერთიანა ჩვენ აფხაზ და-ძმებთან და დღევანდელი დღეც ამ ერთობის ერთგვარი გაგრძელებაა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ამ პროცესში თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, სახლის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. ასევე, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მხარდაჭერით დაზარალებულ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.

ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი