შუამავლებმა მხარეებს ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა შესთავაზეს

კატარელმა და ეგვიპტელმა შუამავლებმა ისრაელსა და ჰამასს ღაზაში ომის დასრულების ახალი ფორმულა შესთავაზეს, - ამის შესახებ პალესტინელმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ხანგრძლივობის ზავს, ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, ომის ოფიციალურ დასრულებას და ისრაელის სრულ გასვლას ღაზადან.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის მაღალი რანგის დელეგაცია კონსულტაციებისთვის კაიროში ჩასვლას გეგმავს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო შეთანხმება ერთი თვის წინ დაირღვა, როდესაც ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა განაახლა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ შეთანხმების შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს