სასამართლოში დაკავებული გიორგი ჩხეიძის და - წარმოდგენა არ მაქვს, სად იმყოფება, სად ჰყავთ გადაყვანილი

სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძის და აცხადებს, რომ მისი ძმის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მან განუცხადა, ამ დროისთვის, მას წარმოდგენა არ აქვს, სად გადაიყვანეს მისი ძმა დაკავების შემდეგ.

“მე არ შევსწრებივარ ამ მომენტს, მე ვიყავი შიგნით, შენობაში და რომ გამოვედი, მითხრეს, რომ ჩემი ძმა დააკავეს. კადრები რომ ვნახე, ის იღებს ამ სიტუაციას, ეზოში რაც ხდება და ამ დროს ესევა ათობით პოლიციელი. კრიმპოლია თუ ვინ არიან ესენი, წარმოდგენა არ მაქვს და იჭერენ ჩემს ძმას. ამ მანდატურების გადაცემული იქნება, აირჩიეს ჩემი ძმა, მოჰკიდეს ხელი და წაიყვანეს.

წარმოდგენა არ მაქვს, სად იმყოფება ამჟამად და სად ჰყავთ გადაყვანილი. საერთოდ არაფერი არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია ამის შესახებ. რომ დავრეკე საპატრულოში, მითხრეს, მათ არ ჰყავთ დაკავებული და კრიმპოლს არ აქვს ტელეფონი, რომ დავრეკო და მათ ვკითხო”, - განაცხადა თამთა ჩხეიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს