აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, “ქართული ოცნება” ყველა მეთოდით ცდილობს, რომ „საქართველო ცივილურ სამყაროს ჩამოაშოროს და იზოლაციაში“ მოაქციოს.

ბათუმში, მოქალაქეები საპროტესტო აქციას უკვე 146-ე დღეა მართავენ. მათი მოთხოვნაა, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, სამართლიან გარემოში. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026