კაია კალასი - ევროკავშირი ყირიმს რუსულად არასდროს აღიარებს - ყირიმი უკრაინაა

ევროკავშირი ყირიმს რუსულად არასდროს აღიარებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა AFP-სთან საუბარში განაცხადა.

კალასის განმარტებით, აშშ-ს რუსეთზე ზეწოლისთვის ყველა ინსტრუმენტი არ გამოუყენებია და აღნიშნა, რომ “სააღდგომო ზავთან” მიმართებით მოსკოვი „თამაშობდა”, ვინაიდან, რუსეთი რეალურად არ მიისწრაფვის მშვიდობისკენ.

“ისინი ზავს არ იცავდნენ. აშკარაა, რომ რუსეთი ყველა ამ თამაშს თამაშობს, დროს წელავს და რეალურად არ სურს მშვიდობა”,-განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, პუტინის მიერ 30-საათიანი “სააღდგომო ზავის” გამოცხადება რეალურად იმით იყო გამოწვეული, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “მოთმინებას კარგავს” კრემლის პოზიციის გამო.

“მათ [რუსეთს] ჰგონიათ, რომ დრო მათ მხარესაა, ამიტომ არავითარ პოზიტიურ სიგნალებს არ აგზავნიან, არავითარ კეთილ ნებას არ აჩვენებენ”,-განაცხადა კალასმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კიევსა და მის ევროპელ მხარდამჭერებს იმედი ჰქონდათ, რომ ვაშინგტონი უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებდა მოსკოვთან მიმართებით.

“მათ აქვთ ინსტრუმენტები, რომ რეალურად ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე. რატომ არ იყენებენ მათ ამ ომის დასამთავრებლად? თუ ამ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე გადიან… დიდი კითხვაა - რატომ?” - განაცხადა კალასმა.

ასევე, კალასმა აღნიშნა, „ყირიმი უკრაინაა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს