ჟან-ნოელ ბარო - ევროპამ აშშ-ს უკრაინასთან დაკავშირებით თავისი „წითელი ხაზები“ წარუდგინა

ევროპულმა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში თავიანთი „წითელი ხაზები“ წარუდგინეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ Franceinfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი მოლოდინები და „წითელი ხაზები.

„ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაღელვებს, ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შუამავლის როლის შესრულება, ჩვენ მათ ვაცნობთ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას, თუ რას არ დავთმობთ“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს