აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს არ დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც ვიცით, მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სახელმწიფო მდივანია, თუ არა ყველაზე აქტიური, ვინც კი გვყოლია. და ეს, რა თქმა უნდა, მის ყოველდღიურობაზე აისახება. ამიტომ, როდესაც გარკვეული გეგმები არსებობს, ისინი პირობითია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ლონდონში შეხვედრებს ის არ დაესწრება. თუმცა, ეს არ უკავშირდება შეხვედრებს, ეს დაკავშირებულია მის გრაფიკში ლოჯისტიკური საკითხებთან“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრება.

„გენერალი კელოგი იქ არის და ამიტომ ის ამ საუბრებს დაესწრება. ამიტომ, მოუთმენლად ველით მისგან პასუხს იმის შესახებ, მივაღწიეთ თუ არა გარკვეულ წარმატებას ლონდონში“, - აღნიშნა ტემი ბრიუსმა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრას გამართავენ. ისინი უკრაინაში ომის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს