ჩინეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ომში რუსეთის ფედერაციის მხარეს მისი მოქალაქეების მონაწილეობის გამო, ჩინეთის ელჩი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილემ ევგენი პერებინისმა მა შენკუნს განუცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში და ჩინური კომპანიების მონაწილეობა რუსეთში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პარტნიორობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა ასეთი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჩინურ მხარეს გადასცეს, დიპლომატებმა კი პეკინს მოუწოდეს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა მის აგრესიაში.

„ჩვენი სახელმწიფო აფასებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მოელის, რომ ჩინეთი თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც მომავალში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს