კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 5 მარტიდან დღემდე მერიაში 1900 განაცხადი შევიდა, საიდანაც 254 კი უკვე დაკმაყოფილდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაფინანსდება.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პროგრამის ფარგლებში 1 990-მდე განაცხადია შემოსული, რომლის მიღება 31 მაისამდე გაგრძელდება.

„პროგრამა, რაზეც ვსაუბრობ, შეგახსენებთ, ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლი წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის წევრი შშმ სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. 5 მარტიდან დღემდე შემოვიდა 1 900-ზე მეტი განაცხადი, რომელთაგან უკვე 254 განაცხადი დაკმაყოფილდა და დაფინანსდა, თუმცა აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, შემოსული 1900 განაცხადის განხილვა მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა დაკმაყოფილდება. პარალელურად, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ განაცხადების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე, შესაბამისად, დრო არის, იაქტიურეთ და წარმოადგინეთ განაცხადები.

აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის ინფორმაციის საფუძველზე 422 წარმატებული მაგისტრანტი მიიღებს თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას.“-განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს