GCCA-ის ორგანიზებით კახეთის რეგიონის სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოში, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლებმა, 2025 წლის აპრილის თვეში, კახეთის რეგიონში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და დაცვის მექანიზმები. ასევე კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო ქეისები.

„შეხვედრები აქტიურ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.

საგანმანათლებლო სექტორთან შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება