გლდანის III მიკრორაიონის N3ა-3ბ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N3ა–3ბ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკვერის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ადგილზე მრავალფუნქციური სივრცე ეწყობა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მოსახლეობის ჩართულობით, დემონტაჟი გავუკეთეთ იმ უსახურ ფარეხებს, რომელიც არ გამოიყენებოდა და ძალიან დიდ ფართობს იკავებდა. გამოთავისუფლებული სივრცე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს სკვერი, რომელიც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, დაისვენონ, განიტვირთონ, ივარჯიშონ. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგება ბალახის საფარი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის ინფორმაციით, მომავალ წელს დაგეგმილია N3ბ კორპუსის მიმდებარედ არსებული უკანონო ფარეხების დემონტაჟიც და აღნიშნული სივრცის სრული მოწესრიგება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება