უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე, ლონდონში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე, დღეს, ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მედიისთვის დახურული იქნება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უკრაინაში ომის დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე დღეს ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა მიეღოთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ლონდონში არ ჩასულა.

აღნიშნული ინფორმაცია მანამდე Sky News-მა გაავრცელა, რომლის თანახმადაც ხუთი ქვეყნის ოფიციალური პირების მოლაპარაკებებში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მიიღებდნენ. თუმცა, გამოცემის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს პირადად შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს