არჩილ გორდულაძე - სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, მეორეზე კი დამოუკიდებლობა - შანტაჟის მცდელობაა, ვინმემ დავალება მოგვცეს და თითები გვიტკაცუნოს - რაც არ უნდა თითი გვიქნიონ და გვაშანტაჟონ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ!

როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და იმისგან თავისუფლება, რომ აქ ვინმემ დავალება მოგვცეს და ქართველებს თითები გვიტკაცუნოს, ეს შანტაჟის მცდელობაა - რაც არ უნდა თითი გვიქნიონ და გვაშანტაჟონ, ყოველთვის კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ კითხვას, ელოდება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ან გაუქმებას.

გორდულაძე იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრს ვალდებულებებს ასრულებს და „მყარად დგომითა და ღირსებით ყველაფერს იზამს, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია“.

„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესძლო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს. ამისთვის არსებობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, „ასოცირების შეთანხმება“, სადაც გაწერილია მთელი რიგი დირექტივები, რითაც საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს. ამ კუთხით მუშაობა ყოველდღიურად მიდის - იქნება ეს პარლამენტში თუ მთავრობაში.

„ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ!

არავის მოვუწოდებთ, რომ თითი დაგვიქნიონ, რაღაცით დაგვემუქრონ და დაგვაშანტაჟონ.

არ შეიძლება თავისუფალი გადადგილება ქართველი ხალხის შანტაჟის საფუძველი გახდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება