ანდრეი ერმაკი - ჩვენ მშვიდობისთვის მუშაობას ვაგრძელებთ და იმ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს შევხვდებით, რომლებიც ამჟამად ლონდონში იმყოფებიან - მშვიდობისკენ გზა მარტივი არ არის, მაგრამ უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება

უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის ლონდონში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მშვიდობისთვის მუშაობას ვაგრძელებთ. როგორც პარიზში შევთანხმდით, ჩვენ იმ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს შევხვდებით, რომლებიც ამჟამად ლონდონში იმყოფებიან. მშვიდობისკენ გზა მარტივი არ არის, მაგრამ უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება“, - წერს ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ არხზე.

ანდრეი ერმაკიც ცნობით, „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზების“ განსახილველად ლონდონში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანდრეი სიბიგასთან და რუსტემ უმეროვთან ერთად ჩავიდა.

ცნობისთვის, დღეს ლონდონში მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შეხვედრა გადაიდო და ახლა მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს