გია ვოლსკი - ქუხს და გრგვინავს ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დახმარებას უწევს ოპოზიციას - ეს არის ნგრევის რესურსში შეჯიბრება, ვინ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის

ქუხს და გრგვინავს ბრიუსელის ბიუროკრატია - საკმაოდ სერიოზულ დახმარებას უწევს ოპოზიციას, მაგრამ რესურსზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის ნგრევის რესურსის არსებობაში შეჯიბრება ოპოზიციურ ფლანგზე, ვინ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, საქართველოში ვის მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია და ამ საკითხში, ევრობიუროკრატიისგან სერიოზული მხარდაჭერა მიდის.

„ნუ ვიტყვით იმას, რომ [ოპოზიციას] რესურსი არ გააჩნია. სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. ქუხს და გრგვინავს ბრიუსელის გარკვეული ოფიციოზი დავარქვათ თუ ბიუროკრატია, საკმაოდ სერიოზულ დახმარებას უწევს, მაგრამ რესურსზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის ნგრევის რესურსის არსებობაში შეჯიბრება ოპოზიციურ ფლანგზე, ვინ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისათვის. ისედაც მსოფლიოში არსებული პრობლემების ფონზე, საქართველოში ვის მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და სერიოზული მხარდაჭერა მოდის ევრობიუროკრატიისგან. ეს ფაქტია. ეს არის მათი რესურსი, მაგრამ ეს რესურსი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, ვინაიდან ამაში საფრთხეს ხედავენ. საფრთხეს ქვეყნისათვის და საკუთარი ოჯახებისთვის, შვილებისათვის. იმ სტაბილურობას, რომელსაც მივაღწიეთ, გარკვეული განვითარება, პროგრესი მოსდევს, რომელიც ყველა საერთაშორისო კვლევაშია დაფიქსირებული. არავინ ამბობს, რომ პრობლემები გადავლახეთ. პრობლემები არსებობს, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების მიხედვით, საქართველო პირველ ათეულში იმყოფება მსოფლიოში ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველა მაჩვენებლით. ზოგს ეს უხარია, ზოგს კიდევ ეს ისტერიკაში აგდებს. ეს არის ფაქტები. ამ ფაქტებიდან გამომიდინარე, ვფიქრობ, წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც არის მომხრე დესტაბილიზაციის და საქართველოს ცეცხლოვან პროცესებში ჩართვის,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს