„სითი მოლში“ წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს

წიგნის ჩუქების დღის აღსანიშნავი ღონისძიება „სითი მოლში“ უკვე დაიწყო. 23 აპრილი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება „ბიბლუსისა“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი აქტივობები მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი. დღის აქტივობების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

13:00 - შეხვდი ავტორს: ვასო გულეური

13:30 - შეხვდი ავტორს: თუთა ჯგუშია

13:00 - საბავშვო საათები: ანიმატორები, თოვლის გუნდას სამაგიდო თამაში.

14:00 - შეხვდი ავტორს: ლელა ცუცქირიძე

14:30 - ითამაშე "მოგზაური თაგუნიას" სამაგიდო თამაში და გუნდას თამაშები ბარათებით "ვიპოვე!"

15:30 - შეხვდი გუნდას

16:00 - შეხვდი ავტორს: გიორგი კეკელიძე

18:00 - ტარიელ ხარხელაურის 80 წლის იუბილე, შეხვედრა ავტორთან.

19:00 - საუკუნის მწიგნობრების და წიგნის მეგობრების დაჯილდოება.

„ბიბლუსთან ერთად“ ამ საჩუქრებითა და სიურპრიზებით სავსე დღის ორგანიზატორები არიან "სითი მოლი“, "პალიტრა L”, "პალიტრა ჰოლდინგი“ და "კავეა“.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. "ბიბლუსი“ კი, გიორგი კეკელიძესთან ერთად, 2019 წლიდან შეუერთდა ტრადიციას და ის აქცია სოციალურ მოძრაობად, რომლის მიზანიც წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარებაა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება