აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა - ადგილი ჰქონდა სასამართლო დარბაზში მყოფ პირებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლას

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას მისი ახლობლებისა და მეგობრების უკმაყოფილება მოჰყვა.

სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ერთი პირი, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უცენზურო სიტყვებს იყენებდა. ამის შემდეგ მანდატურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური შეხლა -შემოხლა მოხდა, რა დროსაც ერთი პირი შეუძლოდ გახდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას.

ლევან ზაზაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 დღის წინ დააკავეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია