მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვას დაესწრებიან

მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

როგორც ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ის ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.

მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ცნობისთვის, რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება და მას სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. დღეს ის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს, სადაც პაპ ფრანცისკეს ცხედარი შაბათამდე დარჩება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები