ნათია თურნავა - საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ ერთმნიშვნელოვანი „მესიჯი“, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინეთ ერთმნიშვნელოვანი „მესიჯი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოში იგეგმება სსფ-ს მისიის ვიზიტი ე.წ. მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში.

სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ვაშინგტონში მიმდინარე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ძალიან კარგი შესაძლებლობაა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებზე მოსაზრებების მოსასმენად.

„გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს ეკონომიკა მომზადებული ხვდება ყველა გამოწვევას-სტაბილური მაკროეკონომიკური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით და მაღალი ეკონომიკური ზრდით. საკმაოდ მყარია ფისკალური პოლიტიკის მდგომარეობა და დაბალია საბიუჯეტო დეფიციტი. ჩვენ ვზრდით საერთაშორისო რეზერვებს, ვატარებთ საკმაოდ ფრთხილ და გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას. ყველა ეს პარამეტრი გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას რეგიონში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავა უკვე შეხვდა ყაზახეთისა და თურქეთის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრების შეხვედრა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა პრეზენტაციით წარდგება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია