ნათია თურნავა თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ფატიჰ კარაჰანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ფატიჰ კარაჰანთან გამართა შეხვედრა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე.

მხარეებმა ისაუბრეს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესების გზებზე, რაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, საგადახდო სისტემებსა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას მოიცავს.

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პირველმა პირებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს საზედამხედველო მიდგომებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

ყურადღება დაეთმო თურქეთის გამოცდილებას მყისიერი გადახდების სისტემისა და QR კოდების სტანდარტის დანერგვის კუთხით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, თურქეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ ბანკს ესტუმრებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს