დონალდ ტრამპი - ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია - მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს

უკრაინისთვის ვითარება საზარელია, ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე იკვეხნის, რომ “უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ამაზე არაფერი არაა სალაპარაკო”. ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ მხრივ, რომ ყირიმი დაკარგულ იქნა წლების წინ ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს, და განხილვის საგანი არცაა. არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? “ობამას გადაცემამდე” ტერიტორიაზე წლებია მდებარეობდა რუსეთის წყალქვეშა გემებისთვის დიდი ბაზები. ზელენსკის განცხადების მსგავსი წამქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. დასაკვეხნი არაფერი არ აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია - მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს. რუსეთთან საქმე არ მაქვს, მაგრამ საქმე მაქვს იმასთან, რომ მსურს გადავარჩინო, საშუალოდ, კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთოდ უმიზეზოდ იღუპებიან. ზელენსკის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება “სასაკლაოს” გაგრძელების გარდა არაფერს არ გააკეთებს, და არავის არ უნდა ეს! ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც “სათამაშოდ კარტები არ აქვს” ახლა, საბოლოოდ, უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, რომ გამოვიდნენ ამ სრული და ტოტალური არეულობიდან, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!” - წერს ტრამპი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს