თეთრი სახლი - პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს - პრეზიდენტი ტრამპის მოთმინება ივსება

პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინება ივსება, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„მას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის ხილვა. მას სურს მკვლელობების შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარე მზად უნდა იყოს და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა - სამი წლით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი გახდებოდა.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად აღნიშნა, სწორედ პრეზიდენტმა ობამამ დათმო ყირიმი, რომელმაც რუსეთს მისი მიტაცების უფლება მისცა 2014 წელს. პრეზიდენტი არ სთხოვს უკრაინას ყირიმის აღიარებას. მათთვის ამის გაკეთება არავის უთხოვია. ის ითხოვს, რომ ხალხი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს და გააცნობიეროს, რომ ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სასტიკი ომია“, - აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.

მისი თქმით, კარგი შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარე მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

„კარგი გარიგების მისაღწევად, ორივე მხარე ცოტა უკმაყოფილო უნდა იყოს და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პრესაში განხილვას და ეს პრეზიდენტისთვის მიუღებელია“, - დასძინა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია