კიტ კელოგი ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ - დროა, წინ წავიდეთ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.

„დროა, წინ წავიდეთ პრეზიდენტ ტრამპის ომთან დაკავშირებული დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას და დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში“, - დაწერა კელოგმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ.

კელოგმა აღნიშნა, რომ ლონდონში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან მოლაპარაკებები პოზიტიური იყო.

უკრაინის დელეგაციამ ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან გუშინ ლონდონში შეხვედრები გამართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ კიტ კელოგთან კონსტრუქციული საუბარი შედგა.

„აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა აზრთა კონსტრუქციული გაცვლა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინას მსოფლიოში ყველაზე მეტად სურს ომის დასრულება. ვალდებულები ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად“, - დაწერა სიბიგამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი