ინდოეთი, ქაშმირში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პაკისტანელ დიპლომატებს აძევებს და სასაზღვრო პუნქტს ხურავს

ინდოეთმა, ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 26 ტურისტის დაღუპვის შემდეგ, პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და წყლის განაწილების შესახებ ისტორიული ხელშეკრულება შეაჩერა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკისტანმა, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობა უარყოფს, დღეისთვის ეროვნული უსაფრთხოების შეხვედრა მოიწვია, რომელზედაც ინდოეთის მიერ გატარებულ ზომებზე რეაგირებას განიხილავენ.

შეგახსენებთ, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა, თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, შესაძლოა, პასუხისმგებლობა პაკისტანში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ლაშქარ-ე-თაიბასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს