ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.

აღინიშნა, სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკა და ფასების სტაბილურობა, საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობა. საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და რისკებს.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და მისიის მოახლოებულ ვიზიტზე საქართველოში.

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერუნ კლიკის განცხადებით, მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს მისიის ფარგლებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს