თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა მოხდება, კერძოდ მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

ასევე სასამართლო სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც, გარდა რევაზ კიკნაძისა და რუსლან სივაკოვისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც მისი განმარტებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს წარმოადგენს. ადვოკატებმა კი მოსამართლეს მიმართეს, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები რელევანტური არ არის და მტკიცებულებების არდაშვების შაუმდგომლობით მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მისცა.

მოსამართლეს აღნიშნული შუამდგომლობით ადვოკატებმა მიმართეს და განუცხადეს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ბრალდებულების ოჯახის წევრებს სხდომაზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ. ასევე მათი თქმით, სასამართლო სხდომა ერთადერთი საშუალებაა ბრალდებულებისა და ოჯახის წევრებს შორის ვიზუალური კონტაქტისა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება