გიორგი ბარამიძე - „ქართული ოცნების“ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელებს აფათურებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებენ - პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

„ქართული ოცნების“ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელებს აფათურებს... ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა გუნდმა შექმნა გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოსთვის. - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ ბარამიძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის პარტიაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის და „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებას, რასაც ბარამიძის თქმით, ვერ მიაღწევენ.

“პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ჩვენ კონცენტრირებული ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის რეფორმის განხორციელებაზე. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ „ქართული ოცნების“ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელებს აფათურებს. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ივანიშვილმა ის კი არ გამოაცხადა, რომ შეასრულებდა დანაპირებს, არამედ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება არის მისი ამოცანა. ამიტომაც, არავის გაუკვირდება, რომ ისინი ჩვენი პარტიის განადგურებას ცდილობენ. ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა გუნდმა შექმნა გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოსთვის. ამ იდეას ემსახურება ჩვენი პარტია.“- განაცხადა მან.

რაც შეეხება პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარდამჭერების მონაწილეობას, ბარამიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული იდეა პარტიას მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შესაძლებლობა ექნებათ ჩართულები იყვნენ პარტიისთვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„როდესაც ეს სისტემა დაინერგება, ყველა ძირითად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავითვალისწინებთ მხარდამჭერების აზრს იმ მეთოდის საშუალებით, რაც შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით, დაწესება საწევრო და ამ გზით მხარდამჭერები დაეხმარებიან პარტიას. ისინი დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღებენ მონაწილეობას. სისტემის ჩაშვებას დასჭირდება რამდენიმე თვე“,- განაცხადა ბარამიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია