გიორგი ბუტიკაშვილი - შეხვედრები, რომლებზეც არ არის საუბარი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას - ჩვენ არ ვხდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში

შეხვედრები, რომლებიც არ ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას, ხმამაღლა არ საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არის ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ ხელს უწყობს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას და ამიტომ, ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ვხდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ არ შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს.

როგორც ბუტიკაშვილმა აღნიშნა, ეუთო-ს გენერალური მდივანი ორი დღეა საქართველოში იმყოფება და მის ოფიციალური პროგრამაში შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული არც ოპოზიციურ ლიდერებთან, არც არასამთავრობო სექტორთან და მით უმეტეს, არც პატიმრების ოჯახის წევრებთან, „რომლებიც დემოკრატიის დაცვის წინა ხაზზე დგანან“.

„ეუთო-ს გენერალური მდივნის ბრიფინგზე საუბარი იყო მხოლოდ ზოგად თემებზე, უსაფრთხოების საკითხებზე. მან აქაც არ ისაუბრა ვენის მექანიზმზე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ეუთო-მ აამოქმედა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მარტში, ეუთო-ს გენერალური მდივანი იმყოფებოდა ლავროვთან და რუსეთს უწოდა, როგორც საიმედო პარტნიორი. შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები, რომლებიც არ ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას, ხმამაღლა არ საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არის ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ ასეთი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას და ამიტომ, ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ვხდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში, ხმამაღლა არ საუბრობს იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება და აძლიერებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივს“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს