კახა კალაძე - 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც - რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ გაზულუქებულ ბიუროკრატს, რომელიც ქართველ ხალხს შანტაჟის ენით ელაპარაკება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს.

კალაძის თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და „გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატების“ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს ქვეყანაში სხვა სიტუაცია იქნებოდა.

„ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს. თქვენ, რადიკალები უმცირესობაში ხართ. ძალიან ცოტა ხართ და ამაზე შეგუება მოგიწევთ. 2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც“,- განუცხადა კალაძემ ჟურნალისტს.

თბილისის მერმა ასევე ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა „გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატებს“ დააკისრა.

კახა კალაძის შეფასებით, ისინი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ გაზულუქებულ ზოგიერთ ბიუროკრატს, რომელიც ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს შანტაჟის ენით ელაპარაკება. ჩვენ არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას, გინდ ევროინტეგრაციის პროცესით გვაშანტაჟონ, გინდ პირადად. საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ეს კარგად უნდა გაიგოს იმ ზოგიერთმა გაზულუქებულმა, კორუმპირებულმა, ევროპელმა ბიუროკრატმა. ეს თავიდან ფეხებამდე ძალიან კარგად უნდა გაითავისონ. ჩვენ ბევრი ასეთი რეზოლუცია გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, ახლა ვიზალიბერალიზაციით და ასოცირების შეთანხმებით. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, თუ ვინმეს სურვილი აქვს ნახოს, რა აქვს საქართველოს ამ მიმართულებით გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და შესრულებული ვალდებულებებით. ყველაფრით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მაგალითად, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი და გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ სხვა მოცემულობაა- საქართველოსთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება აქვთ იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ. მხედველობაში მაქვს ევროპელი გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატები, ყველაზე საუბარი არ მაქვს. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ქართველმა ხალხმა უთხრა მათ არა. რა თქმა უნდა, ეს აგიჟებთ მათ და ამიტომ არიან გაგიჟებული, ხან ვიზალიბერალიზაციით გვაშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით და ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით“,-განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერებას, კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება“,-განაცხადა კალაძემ. დამატებით კითხვაზე, ვინ ართმევს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, კალაძემ უპასუხა, რომ „გაზულუქებული კონკრეტული ბიუროკრატები“. „ზუსტად ის გაზულუქებული კონკრეტული ბიუროკრატები, ვინც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის. საქართველოში „უკრაინიზაცია“ ვერ მოხდება“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღეს არ არის საქართველოში ის სიტუაცია, რაც 2012 წლამდე იყო. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარდება, ეკონომიკური ზრდა არის, ბიზნესი ვითარდება და სამუშაო ადგილები იქმნება.

კითხვაზე, როგორ აისახება მოქალაქეებზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, კახა კალაძემ განმარტა, რომ ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი დედაქალაქში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაა.

„გაიარეთ ქალაქში და ნახავთ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თუნდაც გადახედეთ ავტომობილების რაოდენობას, რამდენი იყო და რამდენი ავტომობილი გადაადგილდება დღეს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობაზეც აისახება, პირდაპირ კორელაციაშია. შეგიძლიათ ნახოთ, ეს ერთ-ერთი პატარა მიმართულებაა, თორემ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემაა “,- განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან