ნათია თურნავა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრა საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით შედგა და მასში 15-მდე ინვესტორი მონაწილეობდა. მათ შორის, ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Danske Bank, Morgan Stanley, Shiprock Capital Management, Eaton Vance Corp. და სხვები.

მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, პრეზენტაციის ფორმატში ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის ბოლო მაჩვენებლები გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა ყველა გარე გამოწვევას უმკლავდება.

„ჩვენი ამოცანაა ახალი პერსპექტიული ინვესტორებისთვის უფრო ნათელი გავხადოთ საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და მოვიზიდოთ ისინი ქვეყანაში. ხოლო უკვე არსებულ ინვესტორებს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენი ხედვა და მათ მეტი ინვესტირების სურვილი გავუჩინოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა.

„ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის ტემპი და მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად დაბალი ინფლაცია, პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს