მარია ზახაროვა - ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა

ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა, რითაც დაადასტურა კიევის განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყველაფერს რომ თავისი სახელი ვუწოდოთ, ზელენსკიმ ჩაშალა კონსულტაციების ლონდონის რაუნდი, რითაც დამაჯერებლად დაადასტურა ბანკოვას [ქუჩა კიევის ცენტრალურ ნაწილში] განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, კიევი ანალოგიურად დასცინოდა მინსკის შეთანხმებებსა და სააღდგომო ზავს, დაარღვია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე გამოცხადებული მორატორიუმი და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები.

გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, ზელენსკის სიტყვებმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად არ აღიარების შესახებ აჩვენა, რომ კიევს მოლაპარაკებები არ შეუძლია.

ცნობისთვის, გუშინ ლონდონში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი