ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ყირიმის სტატუსის ეჭვქვეშ დაყენებით, ჩვენ ვხსნით ჯოჯოხეთს, საიდანაც დემონები გამოვლენ, რომელთა შეკავებასაც ვერავინ შეძლებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი აღიარება ზიანს აყენებს საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს და აქეზებს აგრესორებს, ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნონ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ეს (რუსეთის პრეტენზიები ყირიმზე) არ შეიძლება განხილვის საგანი იყოს, ეს სახიფათო ტერიტორიაა, რადგან სიგნალს აგზავნის: თუ თქვენ განახორციელეთ ტერიტორიის ოკუპაცია და რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდით მას, შეგიძლიათ მისი კანონიერი მისაკუთრება მოითხოვოთ“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კიასტუტის ბუდრისმა უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 2014 წელს ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის პრეტენზიების აღიარებას განიხილავს.

მან ასეთ განზრახვებს „საერთაშორისო სამართლის მიღმა არსებული მოსაზრებები“ უწოდა და პოტენციური შედეგების გამო შეშფოთება გამოთქვა.

„საერთაშორისო სამართლის პრინციპების ეჭვქვეშ დაყენებით, ყირიმის სტატუსის ეჭვქვეშ დაყენებით, ჩვენ ვხსნით ჯოჯოხეთს, საიდანაც დემონები გამოვლენ, რომელთა შეკავებასაც ვერავინ შეძლებს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ასეთმა ქმედებებმა, შესაძლოა, სერიოზულად შეასუსტოს აშშ-ის ავტორიტეტი მსოფლიოში.

„ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების გავლენა და მისი უნარი, დააწესოს გარკვეული წესები, მისი უზარმაზარი ჰიპერძალიდან გამომდინარე, მკვეთრად შემცირდება“, - აღნიშნა კიასტუტის ბუდრისმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს