საბა ბუაძე - ვერც ერთი ცალკეული ვიზიტი ვერ გამოიყვანს „ქართულ ოცნებას“ იმ ძალიან ღრმა იზოლაციიდან, რომელშიც იმყოფებიან, ვერ გადაჭრის ლეგიტიმაციის კრიზისს, რომელიც არსებობს

ვერც ერთი ასეთი ცალკეული ვიზიტი ვერ გამოიყვანს „ქართულ ოცნებას“ იმ ძალიან ღრმა იზოლაციიდან, რომელშიც იმყოფებიან. ვერ გადაჭრის ლეგიტიმაციის კრიზისს, რომელიც არსებობს, - ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი საბა ბუაძე ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს.

როგორც საბა ბუაძე აღნიშნავს, ოპოზიციასა და ეუთო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარებული მძიმე მოვლენების შესახებ ინფორმაცია გაეზიარებინათ.

„ვერც ერთი ასეთი ცალკეული ვიზიტი ვერ გამოიყვანს „ქართულ ოცნებას“ იმ ძალიან ღრმა იზოლაციიდან, რომელშიც იმყოფებიან. ვერ გადაჭრის ლეგიტიმაციის კრიზისს, რომელიც შიგნით არსებობს. ჩვენი პარტნიორები ამას კარგად ხედავენ. [ოპოზიციასთან ეუთოს გენერალური მდივნის] შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ უკეთესად მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, იმ მძიმე პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. „ქართული ოცნება“ მოწადინებულია ყველა ასეთი შემთხვევა გამოიყენოს თავისი პროპაგანდისტული გზავნილებისთვის. რთული იქნება მათი პროპაგანდისთვის ნებისმიერი ასეთი ვიზიტი გაასაღონ ლეგიტიმაციის მინიჭებად. ეს ასე ვერ მოხდება, საზოგადოება ამას კარგად ხედავს“, - აღნიშნა ბუაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება