რევაზ სოხაძე - კარგად მესმის რამხელა პასუხისმგებლობაა სამინისტროს ხელმძღვანელობა - მადლობა პრემიერს, მთელ გუნდს ნდობისთვის, იმედია, ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება

კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ქარსელაძეს, მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში ,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

რევაზ სოხაძემ პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

”კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ქარსელაძეს, მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. კიდევ ერთხელ მადლობა პრემიერო, მთელ გუნდს ნდობისთვის. იმედია, ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება“, - აღნიშნა სოხაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას რევაზ სოხაძე შეცვლის.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები