ვოლოდიმირ ზელენსკი - ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ტერორისტებთან, დიდ კომპრომისს წარმოადგენს

უკრაინა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ ტერორისტებთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან, სირილ რამაფოსასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა უნდა იყოს.

„ეს ნომერ პირველი ნაბიჯია. როცა კომპრომისებზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ თავს ჩვენ დაგვესხნენ, ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს, ათიათასობით ადამიანი მოკლეს, ბევრი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი ცოცხლად დამარხეს. ამდენად, ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტერორისტებთან, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, დიდ კომპრომისს წარმოადგენს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა სამშვიდობო ინიციატივა ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტით უნდა დაიწყოს.

„ამაზე ყველა თანხმდება, რუსეთის ფედერაციის გარდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს