მარია ზახაროვა საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე - მთავარი ის არის, თუ ექნებათ სადმე გასაწევრიანებელი - ჩვენ ორმხრივ კავშირებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლის მიმართულებით ვაშენებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გაურკვეველია, 2030 წელს თუ იარსებებს ევროკავშირი, საქართველოს “შესასვლელად”.

კერძოდ, 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პოტენციურ მზაობაზე საუბრისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ მთავარია 2030 წელს “თუ იქნება სადმე გასაწევრიანებელი“.

მან დიდი ბრიტანეთი ახსენა და განაცხადა, რომ ლონდონი “რაიმე კარგიდან არ გამოსულა”.

“ხომ იცით, მთავარი ის არის, რომ მათ, ვინც ევროკავშირში 2030 [წლამდე] ან კიდევ რომელიმე წლებში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, თუ ექნებათ სადმე გასაწევრიანებელი”, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოსკოვი და თბილისი საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ ისწრაფვიან, გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც “რუსი და ქართველი ერების ინტერესებს შეესაბამება”.

ზახაროვას თქმით, “ევროკავშირში კრიზისული მოვლენები იმდენად თვალსაჩინოა, ხოლო მათი პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია, რომ იქ არაფერი ესაქმებათ მათ, ვინც თავიანთ ეროვნულ ეკონომიკებზე ფიქრობენ”, ამიტომ “ეს თითოეულია სუვერენული საქმეა”.

მან განაცხადა, რომ ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს, “უნდა შეხედოს კონკრეტულ ციფრებს, არა მხოლოდ ლოზუნგებს” და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსკოვს თბილისთან “არაერთხელ” ულაპარაკია.

“საქართველოსთან არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, მაგრამ ორმხრივ კავშირებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლის მიმართულებით ვაშენებთ. მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით”, - განაცხადა ზახაროვამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი