გიორგი რუხაძე - გზავნილი, თითქოს ხვალ და ზეგ აპირებენ უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, ბრიუსელიდან არ მოსულა, მოდის „ოცნების“ მოლაპარაკე თავებიდან - ამზადებენ ნიადაგს, „ბომბები გირჩევნიათ თუ უვიზო“, სჯერათ, რომ იმუშავებს და მტკივნეული აღარ იქნება

„ქართული ოცნება“ წინასწარ ამზადებს ნიადაგს, საკითხი დააყენოს, რომ უვიზო მიმოსვლა გვირჩევნია თუ ქვეყნის სუვერენიტეტი, უვიზო მიმოსვლა თუ ეროვნული ინტერესები, უვიზო მიმოსვლა თუ ქართველობა და ქრისტიანობა, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

გიორგი რუხაძის თქმით, „ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ ნაბიჯებს, რომელსაც დგამენ და მომავალში გადადგამენ, აუცილებლად მოჰყვება რეაგირება ევროკავშირიდან.

„რაც უფრო დროზე მოვიშორებთ ივანიშვილის რეჟიმს, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ უვიზო მიმოსვლა გაგვიუქმონ. გვინდა გაგვიუქმონ უვიზო მიმოსვლა? მაშინ დავტოვოთ ესენი, სადაც არიან. თუ არ გვინდა და თუ ჩვენთვის რამეს ნიშნავს, მაშინ უნდა გავინძრეთ და არალეგიტიმური ხელისუფლება მოვაშოროთ ძალაუფლებიდან.

საინტერესოა რატომ გააქტიურდა ახლა ეს რიტორიკა? ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს, გზავნილი, თითქოს ბრიუსელი ხვალ, ზეგ ან როდისღაც აპირებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, ბრიუსელიდან არ მოსულა, ეს გზავნილი რეალურად მოდის „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებიდან. წინა კვირაში ბატონმა პაპუაშვილმა დაიწყო ამაზე საუბარი. ევროპარლამენტარებმაც შეიძლება ბევრი რამ თქვან ან არ თქვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი არის დაწყებული ან დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამის არანაირი მიზეზი არ არის, „ქართული ოცნება“ წინასწარ ამზადებს ნიადაგს, რომ საკითხი ასე დააყენოს, რომ უვიზო მიმოსვლა გვირჩევნია, თუ ქვეყნის სუვერენიტეტი, უვიზო მიმოსვლა, თუ ეროვნული ინტერესები, უვიზო მიმოსვლა თუ ქართველობა და ქრისტიანობა. მალე გვეტყვიან, ბომბები გირჩევნიათ თავზე, ომი გირჩევნიათ თუ უვიზო მიმოსვლა.

ისინი გრძნობენ, რომ იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამენ და მომავალში გადადგამენ, აუცილებლად მოჰყვება რეაგირება ევროკავშირიდან. ეს ხვალ და ზეგ ნამდვილად არ მოხდება, მაგრამ როგორც აქამდე სხვა საკითხებზე პროპაგანდის მანქანით გამოულაყეს თავი თავის ამომრჩეველს, დაახლოებით იმავეს აკეთებ, რათა როცა ეს მოხდება მათი ამომრჩეველი იტყვის, რომ სამაგიეროდ დამოუკიდებლობა შევინარჩუნეთ. „ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ ეს იმუშავებს და როცა ეს მომენტი დადგება, ეს არ იქნება ისეთი მტკივნეული „ოცნებისთვის“, როგორც ხვალ და ზეგ იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო