დონალდ ტრამპი - მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა რუსეთის მხრიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყირიმი უკრაინას ბრძოლის გარეშე წაართვეს. მისი თქმით, შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა.

კითხვაზე, თუ რა დათმობები შესთავაზათ რუსეთმა მშვიდობის მიღწევის მიზნით, ტრამპმა უპასუხა: „ომის შეჩერება. მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა“.

კითხვაზე, ახდენს თუ არა მისი ადმინისტრაცია რაიმე ზეწოლას რუსეთზე, რათა შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების პირობები მიიღოს, ტრამპმა უპასუხა: „მე დიდ ზეწოლას ვახდენ. თქვენ არ იცით, რა ზეწოლას ვახდენ. წარმოდგენა არ გაქვთ, რა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე. ჩვენ დიდ ზეწოლას ვახდენთ და რუსეთმა ეს იცის“.

კითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, ტრამპმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ვადა დააწესა.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს და ვფიქრობ, ნატო-ში ყველას სურს, რომ ეს მოხდეს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ვადა და ამის შემდეგ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება გვექნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ დასრულების ძალიან კარგი შანსია“, - აღნიშნა ტრამპმა.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხილეს.

თავის მხრივ, ნორვეგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ომის დასრულებისკენ წინსვლისთვის აშშ-ის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და პრეზიდენტმა ტრამპბმა ეს შესაძლებელი გახადა. მისივე თქმით, ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ დაპირებები უნდა შეასრულონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს