კირ სტარმერი - ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი კვლავ დაბრუნდება

ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი კვლავ დაბრუნდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისეთი პირობებით უნდა მოხდეს, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება, მათ შორის უკრაინა და ეს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა იყოს“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

მისი თქმით, რუსეთი უპირობო ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს.

„გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა სხვა ადამიანებმა უკრაინის სახელით. არ მინდა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვნახო, რადგან ეს რუსეთს შესაძლებლობას მისცემს მომავალში კვლავ დაბრუნდეს. ეს მათ ადრეც გაუკეთებიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ გააკეთებენ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს