„ფრანს-პრესი“ - ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ფრანს-პრესის“ ცნობით, დღეს ღამით ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში, ორი ქვეყნის გამყოფ კონტროლის ხაზზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

„მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით სროლა არ ყოფილა“, - განუცხადა სააგენტოს ქაშმირში პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელმა, საიდ აშფაქ გილანიმ.

სროლის შესახებ ინფორმაცია ინდოეთის არმიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ცეცხლი პაკისტანმა გახსნა.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მათგან ორი პაკისტანის მოქალაქეა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა, ხოლო პაკისტანმა ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების მოქმედება შეაჩერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს