პაატა მანჯგალაძე - „ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, სუვერენულები ვიქნებით, სინამდვილეში რუსული სცენარია: მარტო დარჩენილი, გაღატაკებული და დაუცველი საქართველო

„ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით, სინამდვილეში რუსული სცენარია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, რეალობა ასეთია - ერთ მხარეს დგას ევროკავშირი, მეორე მხარეს კი, „ივანიშვილი, „ქოცური“ მოძალადე რეჟიმი და განძარცვული, გარიყული, დაუცველი საქართველო“.

„ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით, სინამდვილეში არის რუსული სცენარი: მარტო დარჩენილი, გაღატაკებული და დაუცველი საქართველო ზუსტად იმ სცენარისთვის, როგორც გაანადგურეს ბელარუსი.

რეალობა ასეთია, ერთ მხარეს - ევროკავშირი, თავისუფლება, დაცულობა, კომფორტი და მეტი შესაძლებლობა. მეორე მხარეს - ივანიშვილი, „ქოცური“ მოძალადე რეჟიმი და გაძარცული, გარიყული, დაუცველი საქართველო.

დანარჩენი „ქოცური“ რუსული პროპაგანდაა - ყალბი საფრთხეები და ყოველდღიური შიშის თესვა, რომ ხალხმა აღარ იფიქროს უკეთესზე, დაკარგოს იმედი და შეეგუოს ჭაობს.

სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია. საქართველოს ვერ წაართმევენ მომავალს.

მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში, როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს