სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა იწყება - მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

სამშენებლო მასალების მასშტაბური, საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 25-27 აპრილს თბილისში, ექსპოჯორჯიას პავილიონებსა (4,5,6,11) და გარე სივრცეში იმართება. იგი 30-ე წელია ტარდება და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებში და გაიცნონ თანამოაზრეები.

ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Caucasus Build საინტერესოა იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორში მუშაობენ. გამოფენა აერთიანებს დეველოპერებს, ინტერიერის/ექსტერიერის მასალების ან ჭკვიანი სახლის მოწყობილობების მწარმოებლებს. ასევე, საინჟინრო და არქიტექურულ სერვისების თუ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების მიმწოდებლებს.

გამოფენა მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და კონფერენციებს, სადაც დეველოპერები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებენ.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ტექნიკური ვორკშოპიც — ინტერაქციულ სივრცეში მონაწილე კომპანიები გამართავენ პრაქტიკულ დემონსტრაციებსა და ტრენინგებს მასალების ადგილზე გატესტვით, მათი გამძლეობისა თუ ხარისხის შემოწმებით. ვორკშოპი შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნახოს სხვადასხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალის რეალური შესაძლებლობები, ამასთან, ჩაერთოს გათამაშებებში და მოიგოს პრიზები.

გამოფენის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე - www.buildexpo.ge.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება