დონალდ ტრამპი - ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის - არ მგონია, რომ ისინი ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებენ

ყირიმი რუსეთს დარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ ისინი [უკრაინა] ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებენ. ვფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაიწყეს საუბარი. ეს საკითხი, რომ არ წამოჭრილიყო, მაშინ გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა, რომ ომი არ დაწყებულიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმი რუსეთს უნდა გადაეცეს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ყირიმი რუსებს გადაეცათ. ეს მათ ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა“.

„მაგრამ, შეძლებენ ისინი [უკრაინა] მის დაბრუნებას? ყირიმში მოსახლეობა ძირითადად რუსულად საუბრობს. მაგრამ ეს მათ ობამამ გადასცა. ტრამპს არ გადაუცია. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ. ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკის ეს ესმის. მათ [რუსეთი] ყირიმი ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მიიღეს. ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს