Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია

Yandex Go-ს აპლიკაციის მეშვეობით, ქალაქ თბილისში, უკვე შესაძლებელი გახდა ელექტროსკუტერების გამოყენება. სკუტერით გადაადგილება, საცობის პირობებში, როგორც გრძელ, ასევე მოკლე მანძილზე, უფრო სწრაფი და მარტივია. მისი გამოყენება შესაძლებელია ავტობუსის ან მეტროს უახლოეს გაჩერებამდე მისასვლელადაც.

გარდა ამისა, ელექტროსკუტერით გასეირნება შესანიშნავი საშუალებაა სუფთა ჰაერზე მეტი დროის გასატარებლად.

სერვისით სარგებლობისთვის საკმარისია Yandex Go-ს აპლიკაციის განახლება უახლეს ვერსიამდე.

სკუტერის დაჯავშნის შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა -უფასო 10 წუთი, ადგილზე მისასვლელად.მგზავრობის ღირებულებაა 1წუთი/0,28₾, ხოლო სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია 15, 50 ან 100-წუთიანი აბონემენტის შეძენაც.

ასევე, ხელმისაწვდომია ერთთვიანი აბონემენტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრობაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. გადასახადი ავტომატურად ჩამოიჭრება აპლიკაციაზე მიბმული ბარათიდან.

ელექტროსკუტერის დაქირავება ნებადართულია 18 წლიდან. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია ერთდროულად სამი სკუტერის დაჯავშნა,რაც ძალიან მოსახერხებელია ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მგზავრობისას. სკუტერების დაქირავება შეიძლება როგორც აპლიკაციაში, ღილაკის - „ყველანი ერთად“ გააქტიურებით, ასევე სკუტერზე განთავსებული QR-კოდის დასკანერებით.

მგზავრობის დაწყების წინ,მომხმარებელი მიიღებს მარტივ ინსტრუქციას სკუტერის გამოყენების შესახებ.

ხალხმრავალ ადგილებში, სკუტერი ავტომატურად ამცირებს სიჩქარეს. ასეთი ზონები რუკაზე სპეციალურად არის მონიშნული. იმ ტერიტორიებზე კი, სადაც გადაადგილება აკრძალულია, სკუტერი თანდათან ამცირებს სიჩქარეს და სრულად ჩერდება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს