დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ

ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ ამაში ბაიდენია დამნაშავე. ჩემი მმართველობის დროს ირანს ფული არ ჰქონდა და ბაიდენმა მათ გამდიდრების საშუალება მისცა. ბაიდენმა სანქციები მოხსნა და ირანმა ოთხი წლის განმავლობაში 300 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, შეაჩერა თუ არა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა და ფიქრობს თუ არა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ომში ჩაითრევს, დონალდ ტრამპმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„მე ისინი არ შემიჩერებია. ვფიქრობ, ირანთან შეთანხმების მიღწევა თავდასხმის გარეშეც შეგვიძლია. შესაძლოა, ის [ბენიამინ ნეთანიაჰუ] ომში ჩაერთოს, მაგრამ მე საკუთარი სურვილის გარეშე ვერ ჩამითრევს. შეიძლება საკუთარი ნებით ჩავერთო. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ამის სათავეში მე ვიქნები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს