ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

“მედიასთან ომს აგებს ხელისუფლება”, “თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “ვინ გამოავლენს ნეპოტიზმს თუ არა მედია” - ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, საქართველოში დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს რეპრესიულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.

მათი თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. ჟურნალისტები, გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ.

“ხელისუფლებას აქვს მცდელობა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში დაატყვევოს. აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და სხვა პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა აქციის დროს დააკავეს”, - აცხადებენ შეკრებილები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება