გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტური დასის კიდევ ერთი წარმატება - მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“ წელს მეთერთმეტედ გაიმართა

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“ წელს მეთერთმეტედ გაიმართა და გრუნის თეატრალური დასისათვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებმა მაყურებლის წინაშე ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი - „სულიერი არსებები, სულიერი პროცესები + უსულო საგნები“, წარადგინეს.

„12 საპრიზო კატეგორიიდან გრუნის თეატრალური დასი წარდგენილი იყო 9 ნომინაციაში, საუკეთესოდ დასახელდა 5-ში: მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის- შაკო ოდიშელიძე; მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის-გურამ გურამიშვილი; გოგი თოდაძის სპეციალური პრიზი- ელენე მოდებაძე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სპეციალური ჯილდო; ასტას სპეციალური ჯილდო - მონაწილეობისათვის.

ფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს თანამედროვე კინოსა და თეატრის წამყვანი რეჟისორები და მსახიობები: ნინო ბურდული, თემიკო ჭიჭინაძე, ანა ქურთუბაძე, ეკა მჟავანაძე და სხვა.

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი „ნიღაბი” 2012 წელს დაარსდა.

ფესტივალის მიზანია სტუდენტებს შორის პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარება, გამოცდილების გაზიარება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების დამყარება.

ვულოცავთ გრუნის თეატრალურ დასს და კვლავაც არაერთ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებთ მის თითოეულ წევრს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება